სანდო იურიდიული მხარდაჭერა თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში.

თუ სამართლებრივი საკითხი აშშ-ში თქვენს საცხოვრებელს, სამსახურს, ფინანსებს ან საიმიგრაციო სტატუსს ეხება, Sagefort Law PLLC თქვენს ინტერესებს მაქსიმალური ყურადღებითა და პასუხისმგებლობით იცავს.

ჩვენი მიდგომა

პირადი სამართლებრივი საკითხი ხშირად მხოლოდ კონკრეტული იურიდიული პრობლემით არ შემოიფარგლება.

მას შეიძლება გავლენა ჰქონდეს თქვენს საცხოვრებელზე, სამსახურზე, აღებულ ვალდებულებებზე, ქონებასა და ფინანსურ სტაბილურობაზე. ამიტომ ჩვენი გუნდი იურიდიულ მომსახურებას თქვენს კონკრეტულ გარემოებებსა და ინტერესებს არგებს – იქნება ეს საიმიგრაციო საკითხი, შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხი თუ სამოქალაქო დავა.

სერვისები

მომსახურების სფეროები

Sagefort Law PLLC-ის მომსახურება ფიზიკური პირებისთვის აშშ-ში იხილეთ ქვემოთ. აშშ-ის ფარგლებს გარეთ სამართლებრივი დახმარებისთვის გაეცანით სექციას საერთაშორისო.

აირჩიეთ თქვენი სამართლებრივი საჭიროების შესაბამისი მომსახურება.

საიმიგრაციო საკითხები

აშშ-ში ცხოვრების, მუშაობისა თუ ბიზნესსაქმიანობისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი საიმიგრაციო გზის სწორად შერჩევა და განაცხადის საფუძვლიანად მომზადება.

Sagefort Law PLLC ფიზიკურ პირებს ეხმარება ბიზნესთან და დასაქმებასთან დაკავშირებულ საიმიგრაციო საკითხებში – პირველადი შეფასებიდან დაწყებული, განაცხადისა და საჭირო მტკიცებულებების მომზადების ჩათვლით.

  • E-1
  • E-2
  • L-1
  • O-1
  • EB-1
  • EB-2

თითოეულ საქმეს ვამზადებთ თქვენი გამოცდილების, კვალიფიკაციისა და საიმიგრაციო მიზნების გათვალისწინებით, მოქმედ სამართლებრივ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში.

ხელშეკრულებები

ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ხშირად მნიშვნელოვანი პირადი და ფინანსური შედეგები მოჰყვება. ამიტომ საჭიროა, შეთანხმების შინაარსი და პოტენციური რისკები წინასწარ იყოს სრულად გააზრებული.

Sagefort Law PLLC ფიზიკურ პირებს ეხმარება ხელშეკრულებების მომზადებასა და პირობებზე მოლაპარაკებაში, ასევე არსებულ შეთანხმებებში ცვლილებების შეტანისა თუ მათი შეწყვეტის პროცესში.

ჩვენ ყურადღებით ვაანალიზებთ ხელშეკრულების შინაარსს, რისკებსა და გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რათა თქვენ ზუსტად იცოდეთ, რას ეთანხმებით, ხოლო ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ თქვენი ინტერესები.

უძრავი ქონება

საცხოვრებელ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს ხშირად მნიშვნელოვანი ფინანსური და პირადი შედეგები ახლავს. ამიტომ საჭიროა, თქვენი უფლებები, ვალდებულებები და შესაძლო რისკები თავიდანვე ნათლად იყოს განსაზღვრული.

Sagefort Law PLLC გეხმარებათ უძრავი ქონების შეძენა-გაყიდვისა და ქირავნობის საკითხებში – მათ შორის პირობებზე მოლაპარაკების, ხელშეკრულების გაფორმების, მასში ცვლილებების შეტანისა თუ შეწყვეტის პროცესში, ასევე მხარეებს შორის წარმოშობილი დავების დროს.

ჩვენ სიღრმისეულად ვაფასებთ თქვენს სამართლებრივ პოზიციას და გეხმარებით, ნათლად გესმოდეთ თქვენი უფლებები, ვალდებულებები და შემდგომი ნაბიჯები, რათა თქვენი ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული.

სამოქალაქო დავები და ადმინისტრაციული წარმოება

სამოქალაქო დავა ან ადმინისტრაციული წარმოება იშვიათად შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი საკითხით. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა დგას რისკის ქვეშ, რა შედეგის მიღწევაა შესაძლებელი და რომელი გზაა ამისთვის ყველაზე გონივრული.

Sagefort Law PLLC აფასებს საქმის სამართლებრივ საფუძვლებს, პრაქტიკულ რისკებს, დავის გადაწყვეტის შესაძლო გზებსა და თითოეულ მათგანთან დაკავშირებულ ფინანსურ თუ სხვა სახის რესურსებს, რათა შემოგთავაზოთ ოპტიმალური და დასაბუთებული მოქმედების სტრატეგია.

საქმის მიმდინარეობისას მუდმივად გაწვდით ინფორმაციას მისი მდგომარეობის, შემდგომი ნაბიჯებისა და იმის შესახებ, თუ რატომ ვდგამთ ამა თუ იმ ნაბიჯს.

კონსულტაცია

დაიწყეთ კონსულტაციით

მოგვწერეთ თქვენი საკითხის შესახებ. პირველადი კონსულტაცია უფასოა და შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თუ შეგვიძლია თქვენი დახმარება, მიიღებთ წერილობით შეთავაზებას მომსახურების პირობებითა და შემდგომი ნაბიჯებით.