სტრატეგიული იურიდიული მხარდაჭერა თქვენი ბიზნესისთვის.

კორპორაციული, კომერციული და ბიზნეს-საიმიგრაციო მომსახურება აშშ-სთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ჩვენი მიდგომა

თქვენს საჭიროებებზე მორგებული მომსახურების ფორმატი

კლიენტს შეუძლია აირჩიოს ყოველთვიური იურიდიული მომსახურება ან კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული მომსახურება, ხოლო ანაზღაურება შეიძლება იყოს ფიქსირებული ან საათობრივი – საქმის ხასიათისა და საჭიროებების შესაბამისად.

იურიდიული მომსახურების აუთსორსინგი

იურიდიული მხარდაჭერა ბიზნესის ყოველდღიური საჭიროებებისთვის.

Sagefort-ის იურიდიული გუნდი საფუძვლიანად ეცნობა თქვენს ბიზნესსა და მის საქმიანობას და მუდმივად გეხმარებათ საკორპორაციო, სახელშეკრულებო, შრომითი და სხვა ყოველდღიური სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში.

ფიქსირებული ღირებულების სერვისები

ფიქსირებული ღირებულება ხელმისაწვდომია წინასწარ განსაზღვრული მოცულობის მომსახურებაზე, მათ შორის კომპანიის დაფუძნებისა და საოპერაციო ნებართვების მიღების, დამფუძნებელთა და წილობრივი ურთიერთობების, დაფინანსების, შრომითი და კომერციული ხელშეკრულებების, ბიზნეს-საიმიგრაციო და აშშ-ის ბაზარზე შესვლის სამართლებრივ საკითხებზე.

საათობრივი იურიდიული მომსახურება

მოქნილი ფორმატი კონკრეტული საკითხებისთვის.

საათობრივი მომსახურება ხელმისაწვდომია კონკრეტულ ხელშეკრულებაზე, გარიგებაზე, მოლაპარაკებაზე, საკონსულტაციო საკითხზე ან ბიზნეს დავაზე მუშაობისთვის, მომსახურების ფარგლებისა და პრიორიტეტების წინასწარ შეთანხმებით.

სერვისები

მომსახურების სფეროები

აშშ-ში ბიზნესისა და ინვესტორებისთვის Sagefort Law PLLC-ის იურიდიული მომსახურება იხილეთ ქვემოთ. აშშ-ის ფარგლებს გარეთ სამართლებრივი დახმარებისთვის გაეცანით სექციას საერთაშორისო.

აირჩიეთ თქვენთვის საჭირო მომსახურება.

იურიდიული მომსახურების აუთსორსინგი

იურიდიული მომსახურების აუთსორსინგი განკუთვნილია ბიზნესებისთვის, რომლებსაც რეგულარული სამართლებრივი მხარდაჭერა სჭირდებათ, თუმცა არ სურთ სრულ განაკვეთზე შიდა იურისტის დაქირავება.

Sagefort-ის გუნდი საფუძვლიანად ეცნობა თქვენი ბიზნესის საქმიანობას და ყოველდღიურად გეხმარებათ შემდეგ საკითხებში:

  • კორპორაციული მართვა და მიმდინარე კორპორაციული საკითხები
  • კომერციული ხელშეკრულებები
  • შრომითი დოკუმენტები და კონსულტაცია
  • ლიცენზირება და ნებართვები
  • მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა
  • სხვა ყოველდღიური სამართლებრივი საკითხები

თქვენი ბიზნესი იღებს მუდმივ იურიდიულ მხარდაჭერას ერთი გუნდისგან, რაც უზრუნველყოფს საკითხების თანმიმდევრულად წარმართვას და იურიდიული ხარჯების უკეთ დაგეგმვის შესაძლებლობას.

მოითხოვეთ კონსულტაცია
სექტორები

Sagefort Law იურიდიულ მომსახურებას უწევს სხვადასხვა სექტორში მოქმედ ბიზნესებსა და ინვესტორებს.

  • უძრავი ქონება
  • სტუმარმასპინძლობა
  • ტექნოლოგიები
  • ენერგეტიკა
  • ტრანსპორტი და ლოჯისტიკა
  • წარმოება
  • ფინანსური მომსახურება
  • პროფესიული მომსახურება
  • სამომხმარებლო სექტორი და საცალო ვაჭრობა
  • სურსათი და სასმელები
შემდეგი ნაბიჯი

დაიწყეთ კონსულტაციით

გაგვესაუბრეთ თქვენს სამართლებრივ საკითხზე. თუ შეგვიძლია თქვენი დახმარება, გამოგიგზავნით წერილობით შეთავაზებას მომსახურების ფარგლებით, ჰონორარითა და შემდგომი ნაბიჯებით.