ბიზნესისთვის · სერვისები

დავების გადაწყვეტა

კომერციულმა დავამ ან ადმინისტრაციულმა წარმოებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები მოითხოვოს და მენეჯმენტის ყურადღება ძირითადი ბიზნესსაქმიანობიდან სხვა საკითხებზე გადაიტანოს. Sagefort Law PLLC ეხმარება ბიზნესებს, მესაკუთრეებსა და ინვესტორებს საქმის რისკების შეფასებასა და დავის გადაწყვეტის ყველაზე ეფექტიანი გზის შერჩევაში.

მომსახურება, საქმის საჭიროების მიხედვით, შეიძლება მოიცავდეს:

  • კომერციული ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი დავები
  • კომერციული იჯარისა და უძრავი ქონების დავები
  • ფიდუციური მოვალეობების დარღვევასთან დაკავშირებული დავები
  • ბიზნესთან დაკავშირებული დელიქტური დავები
  • უცხო ქვეყნის სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება
  • ადმინისტრაციული წარმოება

ჩვენ გეხმარებით საქმის პირველადი შეფასებიდან დაწყებული, მოლაპარაკებისა და მორიგების, მედიაციის, არბიტრაჟისა თუ სასამართლო წარმოების ჩათვლით.

კონტაქტი