Sagefort Law PLLC

ხელმძღვანელობა

გიორგი ჭეხანი, დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

გიორგი ჭეხანი

დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

გიორგი ჭეხანი არის Sagefort Law-ს დამფუძნებელი პარტნიორი და ნიუ-იორკსა და საქართველოში ლიცენზირებული ადვოკატი. მას აქვს 15 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება, რომელიც მოიცავს კერძო საადვოკატო საქმიანობას, ასევე სასამართლო სისტემაში, სახელმწიფო და მარეგულირებელ ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობას. გიორგის განათლება მიღებული აქვს კოლუმბიის, ოქსფორდისა და მანჩესტერის უნივერსიტეტებში. იგი არის არაერთი ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო პროფესიული გაერთიანების წევრი და რამდენიმე მათგანში ხელმძღვანელ პოზიციას იკავებს.

საადვოკატო ლიცენზია: ნიუ-იორკი და საქართველო

ვრცლად
ბექა თაბაგარი, პარტნიორი

ბექა თაბაგარი

პარტნიორი

ბექას აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება სასამართლო დავების, კომერციული საკითხების, კომპლექსური საერთაშორისო გარიგებების, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტებისა და საერთაშორისო ინვესტიციების სამართლებრივი მხარდაჭერის მიმართულებით. ბექას პროფესიული გამოცდილება აერთიანებს კერძო იურიდიულ პრაქტიკას, სხვადასხვა საწარმოების შიდა იურისტად საქმიანობასა და სახელმწიფო უწყებებში ხელმძღვანელ იურიდიულ პოზიციებზე მუშაობას.

საადვოკატო ლიცენზია: ნიუ-იორკი

ვრცლად
Sagefort Law Georgia LLC-ისა და მისი გუნდის შესახებ გაეცანით Sagefort Law Georgia-ს გვერდს