Sagefort Law Georgia

სტრატეგიული იურიდიული მხარდაჭერა ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის.

Sagefort Law Georgia, ქართული სამართლის სიღრმისეული ცოდნისა და საერთაშორისო კომპეტენციის საფუძველზე, იურიდიულ მომსახურებას უწევს საქართველოში და უცხოეთში მოქმედ ბიზნესებსა და ინვესტორებს.

Sagefort Law Georgia‑ს შესახებ

Sagefort Law Georgia სრულ იურიდიულ მომსახურებას უწევს ქართულ და საერთაშორისო ბიზნესებსა და ინვესტორებს საქართველოში საქმიანობასა თუ საერთაშორისო ტრანზაქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

Sagefort Law Georgia მჭიდროდ თანამშრომლობს ნიუ-იორკში მოქმედ იურიდიულ ფირმა Sagefort Law PLLC-თან. როდესაც საქმე ერთდროულად უკავშირდება საქართველოსა და აშშ-ს, ორი ფირმა კოორდინაციას უწევს შესაბამის სამუშაოს კლიენტის საერთო მიზნების გათვალისწინებით.

ვის ვუწევთ მომსახურებას

  • საქართველოში მოქმედ ბიზნესებს

  • საერთაშორისო ბიზნესებსა და ინვესტორებს

  • საერთაშორისო ტრანზაქციებში მონაწილე ბიზნესებს

სერვისები

Sagefort Law Georgia ბიზნესებსა და ინვესტორებს უწევს იურიდიულ მომსახურებას კორპორაციული და კომერციული გარიგებების, ინვესტიციების, ბიზნესის მიმდინარე საქმიანობის, მარეგულირებელი საკითხებისა და დავების მიმართულებით – როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებთან დაკავშირებით.

აირჩიეთ თქვენთვის საჭირო მომსახურება.

იურიდიული მომსახურების აუთსორსინგი

ბიზნესებს, რომლებსაც რეგულარული სამართლებრივი მომსახურება სჭირდებათ, ვთავაზობთ იურიდიული მომსახურების აუთსორსინგს შიდა იურიდიული სამსახურის შექმნის საჭიროების გარეშე.

ჩვენ საფუძვლიანად ვეცნობით კლიენტის საქმიანობას და ვუწევთ მიმდინარე იურიდიულ მომსახურებას კორპორაციული მართვის, კომერციული ხელშეკრულებების, შრომითი საკითხების, ლიცენზიებისა და ნებართვების, მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის, საგადასახადო და სხვა ყოველდღიურ სამართლებრივ საკითხებზე.

მომსახურების ფარგლები, ფორმატი და ანაზღაურება წინასწარ თანხმდება. თქვენი ბიზნესი იღებს მუდმივ იურიდიულ მომსახურებას ერთი გუნდისგან, რაც უზრუნველყოფს საკითხების თანმიმდევრულ წარმართვას და იურიდიული ხარჯების უკეთ დაგეგმვას.

დაგვიკავშირდით თქვენი საკითხის განსახილველად

საქართველოს ბაზარზე შესვლა – სრული იურიდიული პაკეტი

უცხოელ დამფუძნებლებს, ინვესტორებსა და კომპანიებს ვუწევთ სრულ იურიდიულ მომსახურებას საქართველოში საქმიანობის დაგეგმვასა და დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ბაზარზე შესვლა ხშირად ერთდროულად მოიცავს კორპორაციულ, საგადასახადო, საიმიგრაციო, უძრავი ქონებისა და სახელშეკრულებო საკითხებს, რომელთა კოორდინირებულად გადაწყვეტაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს. კლიენტის საჭიროებების მიხედვით, მომსახურება შეიძლება მოიცავდეს:

  • კომპანიის დაფუძნებას და კორპორაციული მართვის საკითხებს
  • ბინადრობის ნებართვისა და შრომითი საქმიანობის უფლების საკითხებს
  • პარტნიორთა, აქციონერთა და ინვესტორთა შეთანხმებებს
  • ლიცენზიებისა და ნებართვების მიღებას
  • საოფისე ფართის იჯარასა და სხვა უძრავი ქონების საკითხებს
  • კომერციულ და შრომით ხელშეკრულებებს
  • საგადასახადო რეგისტრაციასა და შესაბამისი საგადასახადო რეჟიმის შერჩევას
  • საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებს

კლიენტი იღებს ერთიან იურიდიულ მომსახურებას საქართველოში საქმიანობის დაგეგმვიდან საქმიანობის დაწყებამდე. საჭიროების შემთხვევაში, ვთანამშრომლობთ ბუღალტრებთან და სხვა შესაბამის სპეციალისტებთან, რათა სხვადასხვა მიმართულებით საჭირო სამუშაო კოორდინირებულად წარიმართოს.

დაგვიკავშირდით თქვენი საკითხის განსახილველად
საერთაშორისო თანამშრომლობა

სანდო იურიდიული კავშირები სხვადასხვა იურისდიქციაში

Sagefort Law Georgia საქართველოს სამართალთან დაკავშირებულ საკითხებსა და საერთაშორისო საქმეებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უშუალოდ წარმართავს. როდესაც საქმე სხვა იურისდიქციის სამართალს ეხება, შესაბამის ქვეყანაში მოქმედ გამოცდილ იურისტებსა და იურიდიულ ფირმებთან ვთანამშრომლობთ, რათა სხვადასხვა იურისდიქციაში მიმდინარე სამართლებრივი სამუშაო კლიენტის საერთო მიზნების გათვალისწინებით კოორდინირებულად წარიმართოს.

აშშ-სთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურება

Sagefort Law Georgia მჭიდროდ თანამშრომლობს Sagefort Law PLLC-თან – ნიუ-იორკში მოქმედ იურიდიულ ფირმასთან, რომელიც Sagefort Law-ს ბრენდის ქვეშ საქმიანობს. აშშ-სთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე, მათ შორის ბიზნესის დაარსების, ბიზნეს-საიმიგრაციო საკითხების, აშშ-ის ბაზარზე შესვლის, კორპორაციული და კომერციული ტრანზაქციებისა და დავების გადაწყვეტის მიმართულებით, იურიდიულ მომსახურებას Sagefort Law PLLC ახორციელებს.

როდესაც საქმე ერთდროულად უკავშირდება საქართველოსა და აშშ-ს, ორი ფირმა შესაბამის სამუშაოს კოორდინირებულად წარმართავს, რათა ორივე იურისდიქციაში გაწეული მომსახურება კლიენტის საერთო მიზნებს შეესაბამებოდეს.

გაეცანით Sagefort Law PLLC-ის სერვისებს

რეგიონული და საერთაშორისო საქმეები

როდესაც კლიენტის საქმე საქართველოს გარდა სხვა ქვეყნის სამართალსაც უკავშირდება, Sagefort Law Georgia თანამშრომლობს შესაბამის იურისდიქციაში მოქმედ გამოცდილ იურისტებთან და იურიდიულ ფირმებთან. ჩვენ ვუძღვებით საქართველოს სამართალთან დაკავშირებულ ნაწილს და კოორდინაციას ვუწევთ უცხოელი იურისტების მუშაობას.

ფირმას პროფესიული კავშირები აქვს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ბაზრებზე.

გაეცანით საერთაშორისო მიმართულებას
იურიდიული მომსახურების მიღება

როგორ მიიღოთ ჩვენი იურიდიული მომსახურება

01

კონსულტაციის მოთხოვნა

მოკლედ მოგვწერეთ თქვენი სამართლებრივი საკითხის შესახებ. თუ კონსულტაცია მიზანშეწონილია, დაგიკავშირდებით შეხვედრის დასაგეგმად.

02

პირველადი კონსულტაცია

ადვოკატთან უშუალო შეხვედრისას განვიხილავთ თქვენს საკითხს, მიზნებსა და შემდგომ ნაბიჯებს.

03

წერილობითი შეთავაზება

თუ შევთანხმდებით თანამშრომლობაზე, მიიღებთ წერილობით შეთავაზებას, რომელშიც განისაზღვრება მომსახურების ფარგლები, თანამშრომლობის ფორმატი, ჰონორარი და შემდგომი ნაბიჯები.

დაუკავშირდით Sagefort Law Georgia‑ს
დაუკავშირდით Sagefort Law Georgia-ს

მოგვწერეთ თქვენი საკითხის შესახებ

მოკლედ მოგვწერეთ თქვენი სამართლებრივი საკითხისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ. თქვენი შეტყობინება გადაეგზავნება Sagefort Law Georgia-ს გუნდს.

Sagefort Law Georgia LLC

ელ-ფოსტა

info@sagefortlaw.ge

ტელეფონი

+995 505 05 37 73

მისამართი

ირაკლი აბაშიძის ქუჩა 86
თბილისი 0179, საქართველო