გიორგი ჭეხანი, დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი
ხელმძღვანელობა

გიორგი ჭეხანი

დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

გიორგი ჭეხანი არის Sagefort Law-ს დამფუძნებელი პარტნიორი და ნიუ-იორკსა და საქართველოში ლიცენზირებული ადვოკატი. მას აქვს 15 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება, რომელიც მოიცავს კერძო საადვოკატო საქმიანობას, ასევე სასამართლო სისტემაში, სახელმწიფო და მარეგულირებელ ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობას. გიორგის განათლება მიღებული აქვს კოლუმბიის, ოქსფორდისა და მანჩესტერის უნივერსიტეტებში. იგი არის არაერთი ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო პროფესიული გაერთიანების წევრი და რამდენიმე მათგანში ხელმძღვანელ პოზიციას იკავებს. გიორგი ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს იურიდიულ მომსახურებას უწევს კორპორაციულ და კომერციულ საკითხებზე, ასევე სასამართლო და საარბიტრაჟო დავებზე.

ადვოკატის ლიცენზია

ნიუ-იორკი

საქართველო

სხვა პროფესიული ლიცენზიები

ლიცენზირებული მედიატორი

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია

ენები

ინგლისური

ქართული

რუსული

განათლება

კოლუმბიის უნივერსიტეტი სამართლის მაგისტრი, 2025
ოქსფორდის უნივერსიტეტი საჯარო პოლიტიკის მაგისტრი, 2017
მანჩესტერის უნივერსიტეტი სამართლის მაგისტრი, 2010
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლის ბაკალავრი, 2009
კარიერა

პროფესიული გამოცდილება

Sagefort Law-ს ნიუ-იორკში დაფუძნებამდე გიორგი სხვადასხვა მიმართულებით ეწეოდა კერძო საადვოკატო პრაქტიკას. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მას ასევე ეკავა იურიდიული და ხელმძღვანელი პოზიციები სასამართლო, სახელმწიფო და პროფესიულ ინსტიტუტებში, მათ შორის:

2018–2024
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციააღმასრულებელი დირექტორი
2023–2026
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრო ბონო ცენტრიგამგეობის თავმჯდომარე
2020–2024
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოსამდივნოს ხელმძღვანელი
2014–2016
იუსტიციის უმაღლესი სკოლაადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი
2014
ნიუ-მექსიკოს შტატის უზენაესი სასამართლოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის Professional Fellow
2013–2014
საქართველოს უზენაესი სასამართლოუფროსი იურიდიული მრჩეველი
2010–2013
საქართველოს იუსტიციის სამინისტროიურიდიული მრჩეველი
პროფესიული კავშირები

საქმიანობა პროფესიულ გაერთიანებებში

ამერიკულ, რეგიონულ და საერთაშორისო იურიდიულ ორგანიზაციებში მრავალწლიანი საქმიანობის შედეგად გიორგის ფართო პროფესიული კავშირები აქვს ნიუ-იორკში, საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და სხვა იურისდიქციებში. ეს პროფესიული ქსელი Sagefort Law-ს საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს შესაბამის ადგილობრივ, უცხოელ თუ სპეციალიზებულ იურისტებთან და კოორდინაცია გაუწიოს მათ მუშაობას კლიენტის საერთო მიზნების გათვალისწინებით. გიორგის საქმიანობა პროფესიულ გაერთიანებებში მოიცავს:

◆
ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაცია საერთაშორისო სექციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი საქართველოს განყოფილების თავმჯდომარე ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის იურისტთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის კოორდინატორი
◆
New York American Inn of Courtწევრი
◆
ევროპის იურისტთა ასოციაციამდგრადი განვითარების სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე
◆
საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციამმართველი საბჭოს წევრი
პროფესიული მიღწევები

ჯილდოები და აღიარება

გიორგის პროფესიულ და აკადემიურ მიღწევებს შორისაა:

2025
საპატიო მედალი საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს სამართლებრივი სისტემისა და იურიდიული პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის.

2024–2025
ჩემბერლენის სტიპენდიაკოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა
2025
სერტიფიკატი შედარებით და საერთაშორისო სამართალში მიღწევებისთვისკოლუმბიის უნივერსიტეტის Parker School of Foreign and Comparative Law
2016–2017
ჩივნინგის სტიპენდიადიდი ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდია – ოქსფორდის უნივერსიტეტი
2014
Professional Fellowაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ნიუ-მექსიკოს შტატის უზენაესი სასამართლო
2009–2010
პრეზიდენტის სტიპენდიანტიმანჩესტერის უნივერსიტეტი
2006–2007
Global UGRAD-ის სტიპენდიანტიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდია
Wise Counsel. Strong Position.

განიხილეთ თქვენი საკითხი გიორგი ჭეხანთან