სანდო მრჩეველი თავდაჯერებული ნაბიჯებისთვის.

სრულყოფილი იურიდიული მომსახურება ბიზნესისა და ფიზიკური პირებისთვის, ნიუ-იორკში და მის ფარგლებს გარეთ.

სერვისები
40 Wall Street, მანჰეტენი ◆ 41 Flatbush Avenue, ბრუკლინი
გიორგი ჭეხანი, Sagefort Law-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი
გიორგი ჭეხანი დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი
დამფუძნებლისგან

როდესაც საქმე თქვენს ბიზნესს, სამსახურს, ქონებას ან მომავალს ეხება, მხოლოდ იურიდიულად გამართული პასუხი საკმარისი არ არის.

თქვენ გჭირდებათ მრჩეველი, რომელსაც ესმის, რა დევს სასწორზე და რომელიც პასუხისმგებლობას იღებს საქმის სრულყოფილად წარმართვაზე. სწორედ ამ სტანდარტს ეფუძნება Sagefort-ის საქმიანობა.

ფირმის სახელწოდება გამოხატავს იმას, რასაც გთავაზობთ: გააზრებულ რჩევასა და მტკიცე სამართლებრივ პოზიციას ყველა საქმეში. როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ, ისე საერთაშორისო საქმეებში პირველივე დღიდან უშუალოდ ვარ ჩართული, რათა თქვენს საქმეს მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ და თქვენი ინტერესები პროფესიონალურად დავიცვათ.

  • ადვოკატის ლიცენზია ნიუ-იორკი; საქართველო
  • გამოცდილება 15+ წელი
  • კოლუმბიის უნივერსიტეტი ჩემბერლენის სტიპენდიატი
  • ოქსფორდის უნივერსიტეტი ჩივნინგის სტიპენდიატი
  • ენები ინგლისური · ქართული · რუსული
ბიოგრაფია ვრცლად
მომსახურების მიმართულებები

აშშ-ში Sagefort-ის მომსახურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ სექციები ბიზნესისთვის და ფიზიკური პირებისთვის. აშშ-ის ფარგლებს გარეთ Sagefort-ის საქმიანობის შესახებ გაეცანით სექციას საერთაშორისო.

როგორ მიიღოთ ჩვენი იურიდიული მომსახურება

მარტივი და გასაგები პროცესი კონსულტაციის მოთხოვნიდან თანამშრომლობის დაწყებამდე.

01

კონსულტაციის მოთხოვნა

მოკლედ მოგვწერეთ თქვენი სამართლებრივი საკითხის შესახებ. თუ კონსულტაცია მიზანშეწონილია, დაგიკავშირდებით შეხვედრის დასაგეგმად.

02

პირველადი კონსულტაცია

ადვოკატთან უშუალო შეხვედრისას განვიხილავთ თქვენს საკითხს, მიზნებსა და შემდგომ ნაბიჯებს. პირველადი კონსულტაცია უფასოა და არ წარმოშობს რაიმე ვალდებულებას.

03

წერილობითი შეთავაზება

თუ შევთანხმდებით თანამშრომლობაზე, მიიღებთ წერილობით შეთავაზებას, რომელშიც განისაზღვრება მომსახურების ფარგლები, თანამშრომლობის ფორმატი, ჰონორარი და შემდგომი ნაბიჯები.

მოითხოვეთ კონსულტაცია