Sagefort Law Georgia · სერვისები

კომპანიის დაფუძნება და კორპორაციული მართვა

ადგილობრივ და უცხოელ დამფუძნებლებს, ინვესტორებსა და მოქმედ ბიზნესებს ვუწევთ იურიდიულ მომსახურებას საქართველოში კომპანიების დაფუძნებისა და კორპორაციული მართვის საკითხებზე, მათ შორის შესაბამისი სამართლებრივი ფორმის შერჩევის, წესდებების, პარტნიორთა და აქციონერთა შეთანხმებებისა და სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტების მომზადების, რეგისტრაციის პროცესის წარმართვისა და კორპორაციული მართვის მექანიზმების ჩამოყალიბების მიმართულებით. კომპანიის დაფუძნების შემდეგ კლიენტებს ვუწევთ იურიდიულ მომსახურებას მიმდინარე კორპორაციულ საკითხებზე.

დაგვიკავშირდით თქვენი საკითხის განსახილველად