Sagefort Law Georgia · სერვისები

საბანკო და საფინანსო სამართალი

გამსესხებლებს, მსესხებლებს, სპონსორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს ვუწევთ იურიდიულ მომსახურებას დაკრედიტების, პროექტების დაფინანსების, რეფინანსირებისა და სხვა საფინანსო ტრანზაქციების საკითხებზე.

გარიგების ტიპის მიხედვით, ჩვენი მომსახურება მოიცავს დაფინანსების ტრანზაქციის იურიდიულ სტრუქტურირებას, სამართლებრივ აუდიტს (Due Diligence), საკრედიტო და უზრუნველყოფის დოკუმენტების მომზადებას, მათ პირობებზე მოლაპარაკებების წარმოებასა და უზრუნველყოფის უფლების რეგისტრაციას.

დაგვიკავშირდით თქვენი საკითხის განსახილველად